წამყვანი მასწავლებელი

დიალოგის, დებატებისა და მოლაპარაკების უნარ-ჩვევები

საგანი: ინგლისური ენა

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2021-06-21

მოდულის აღწერა

ტრენინგმოდულის  სახელწოდება -  დიალოგის, დებატებისა და მოლაპარაკების უნარ-ჩვევები

სამიზნე აუდიტორია - ინგლისური ენის წამყვანის  სტატუსის მქონე  მასწავლებლები

ხანგრძლივობა, დროში განაწილება - 20 საკონტაქტო საათი,

კურსზე ჩასარიცხი წინაპირობა :  ყველა აპლიკანტმა მასწავლებელმა 2021 წლის სექტემბრიდან 2021 წლის მარტამდე:

  • თვეში ერთხელ მონაწილეობა უნდა მიიღოს მასწავლებელთა ონლაინ სამუშაო შეხვედრებში (Teacher Activity Groups) რომლებიც მიეძღვნება ინგლისურის სწავლების სხვადასხვა ასპექტებს  მათ შორის დებატების სწავლების ტექნიკების საგაკვეთილო პროცესში დანერგვის გამოცდილების გაზიარებას. ამ შეხვედრების ორგანიზებას უზრუნველყოფს ბრიტანეთის საბჭო ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციასთან (ETAG თანამშრომლობით). 
  • აქტიურად გამოიყენოს დებატების, მოლაპარაკებისა და დიალოგის ფორმატი საგაკვეთილო პროცესში და გააკეთოს რეფლექსია.
  • მონაწილეობა მიიღოს 2021 წლის გაზაფხულზე დაგეგმილ ინგლისური ენის მასწავლებელთა ონლაინ ღონისძიებაში.

მოკლე აღწერა: ტრენინგის შედეგად მასწავლებლები შეძლებენ მიღებული ცოდნა დანერგონ სასწავლო პრაქტიკაში და მოსწავლეებში ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის  პარალელურად განავითარონ 21-ე საუკუნის მნიშვნელოვანი უნარები როგორიცაა დებატების, დიალოგის და მოლაპარაკების უნარ-ჩვევები. ეს კი ახალგაზრდებს დაეხმარება ნებისმიერი სირთულის მშვიდობიანი გზით მოგვარებასა და მომავალ კარიერულ წინსვლაში.

ბრიტანეთის საბჭო საქართველოში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს აღნიშნლ ტრენინგს.

ტრენინგები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში.


რეგისტრაცია მოდულზე