პროფესიული განათლება

ინდივიდუალური კონსულტირება კომპეტენციებზე დაფუძნებულ შეფასებაში

საგანი: პედაგოგიური კურსი

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2019-11-07

მოდულის აღწერა

ინდივიდუალური კონსულტირება კომპეტენციებზე დაფუძნებული შეფასების საკითხებში წარმოადგენს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების მასწავლებელთა და დირექტორთა განვითარების პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული პროფესიული განათლების მასწავლებელთა პედაგოგიური კურსის შემადგენელ ნაწილს და განკუთვნილია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მოქმედი მასწავლებლებისთვის.

ინდივიდუალური კონსულტირების მიზანია, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე, ხელი შეუწყოს პროფესიული განათლების მასწავლებელთა პედაგოგიური კომპეტენციის ამაღლებას, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოდულური პროგრამების წარმატებით დანერგვას, სტუდენტების შეფასებაში წარმოქმნილი სირთულეების დაძლევას, სასწავლო პროცესის ხარისხიანად წარმართვას. კონსულტირების პროცესი ხელს უწყობს პროფესიული განათლების მასწავლებელს, დააგროვოს შესაბამისი გამოცდილება სტუდენტების შეფასებისას, ობიექტურად შეაფასოს სტუდენტი და გაზომოს სწავლის შედეგები.

ინდივიდუალური კონსულტირების გავლა შეუძლია მხოლოდ იმ მასწავლებელს, რომელსაც გავლილი აქვს პედაგოგიური კურსის ტრენინგ-მოდული - „კომპეტენციებზე დაფუძნებული შეფასება მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში“.

კონსულტირების პროცესი ინდივიდუალურად წარმოებს მასწავლებელთან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. თითოეული მასწავლებლის ინდივიდუალური კონსულტირება შესაძლებელია განხორციელდეს წლის მანძილზე ჯამში არაუმეტეს 6 საათისა, მასწავლებელთა ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით. კონსულტირების პროცესში მკაცრად იქნება დაცული კონფიდენციალობა: მასწავლებლის თანხმობის გარეშე მასალები არ იქნება გაზიარებული სხვა მასწავლებლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის.


რეგისტრაცია მოდულზე